„ლეიბორისტებმა“ უწყებათაშორის კომისიაზე ცეზარ ჩოჩელის გადაგომა მოითხოვეს
„ლეიბორისტებმა“ უწყებათაშორის კომისიაზე ცეზარ ჩოჩელის გადაგომა მოითხოვეს
19:09 17.08.2012
კანცელარიაში გამართულ უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისიის შეხვედრაზე როგორც მმართველი,  ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ძირითად პრობლემად განსახვავებული პოლიტიკური მოსაზრების მქონე პირების მიერ ამომრჩეველთან სააგიტაციო შეხვედრების ჩაშლის მცდელობებს ასახელებენ.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გაიმართა გაერთიანებული შეხვედრა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მისი თქმით, კოლიცია „ქართული ოცნების“ წევრებმა ყურადღება გაამახვილეს საბანკო ანგარიშების დაყადაღების საკითხებზე, რაც მათივე შეფასებით, უსამართლო ვითარებაში მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ლომჯარიას თქმით, ოპოზიციური პარტიები საუბრობენ მათი აქტივისტების მიმართ ზეწოლის ფაქტებზე.

შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა, წინასაარჩევნო პროცესზე მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით ისაუბრეს პოლიტიკური პარტიების აქტივისტების მიმართ მუქარის, პარტიული საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და ზეწოლის ფაქტებზე, ასევე, ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე.

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის პაატა ჯიბლაძის თქმით, მან შეხვერდაზე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა.

როგორც ჯიბლაძემ აღნიშნა, მისი უშუალო დავალებით რეგიონში „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლების წინააღმდეგ ტერორი მიმდინარეობს.

ბეჭდვა