„კომედი ტვ“–მ თანამგზავრული სისტემებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო
„კომედი ტვ“–მ თანამგზავრული სისტემებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო
18:56 17.08.2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „კომედი ტვ“-მ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.

როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, „კომედი ტვ“–ს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის სახეობა კერძო სპეციალიზებული - გასართობი მაუწყებლობაა, გეოგრაფიული ზონა კი, საქართველო. მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში – 8 საათია.

კომისიამ „კომედი ტვ“–ს სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2012 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით დაიწყო.


ბეჭდვა