უწყებათაშორისი კომისია ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაფიქსირებული ზეწოლის და მუქარის ფაქტებს განიხილავს
უწყებათაშორისი კომისია ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაფიქსირებული ზეწოლის და მუქარის ფაქტებს განიხილავს
18:31 17.08.2012
მთავრობის კანცელარიაში უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისიის სხდომაზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაფიქსირებული წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მომხდარი ინციდენტები განიხილება.

როგორც სხდომიდან გამოსულმა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, კომისია განიხილავს ზეწოლისა და მუქარის შემცველ ფაქტებს, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი.

ლალიაშვილის თქმით, აშკარად შეიმჩნევა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები, თუმცა, კვლავაც ფიქსირდება საჯარო მოხელეების მიერ მოსახლეობაზე ზეწოლის ფაქტები.

„იმედია, რომ ესეც გამოსწორდება და როგორც ჩანს, ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ სიტუცია მომავალი არჩევნებისთვის უკეთესი იქნება, წინასთან შედარებით“ - განაცხადა ლალიაშვილმა.

შეხვედრას „ახალი მემარჯვენეების“, „ევროპელი დემოკრატების“, „ლეიბორისტების, კოალიცია „ქართული ოცნების“, „ქრისტიან-დემოაკრატების“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წევრები ესწრებიან.

ბეჭდვა