გიორგი თარგამაძე და ინგა გრიგოლია სოფელ გლდანის მოსახლეობას შეხვდნენ
გიორგი თარგამაძე და ინგა გრიგოლია სოფელ გლდანის მოსახლეობას შეხვდნენ
18:23 17.08.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე და პარტიის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ინგა გრიგოლია სოფელ გლდანის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

მოძრაობის ლიდერებმა მოსახლეობას „ქრისტიან-დემოკრატების“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს და მათ გამარჯვების შემთხვევაში, სამართლიანი კომუნალური ტარიფების დაწესებას დაპირდნენ.

ინგა გრიგოლიას განცხადებით, მოსახლეობას წყლის პრობლემა აწუხებს რადგან დღის განმავლობაში მათ წყალი მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდებათ.

„ოცდამეერთე საუკუნეში სოფელ გლდანის მოსახლეობას არ აქვს წყალი. გადმოხედოს სააკაშვილმა თავისი ქვეყნის განვითარებას გლდანიდან და მერე გვითხრას არის თუ არ არის ოქროს ხანა საქართველოში“- განაცხადა ინგა გრიგოლიამ სოფელ გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

ბეჭდვა