საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ტყიბულის რაიონში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პავლე კუბლაშვილი წარუდგინა.
კუბლაშვილი მოქმედი პარლამენტის დეპუტატი, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელია.
შეხვედრა მოსახლეობასთან მოცვის პლანტაციებში შედგა, სადაც მთავრობის ახალ პროგრამებზე ისაუბრეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მცირე ბიზნესის ხელშეწყობა სოფლად მნიშვნელოვანია, რათა სოფლის მეურნეობა სწორად განვითარდეს.
დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ვანისა და ჩოხატაურის რაიონებში წარადგენს.
