მემარჯვენეები მიიჩნევენ, რომ ყველა სოფელში თითო საწარმოს გახსნა რეალური გეგმაა
მემარჯვენეები მიიჩნევენ, რომ ყველა სოფელში თითო საწარმოს გახსნა რეალური გეგმაა
16:06 17.08.2012
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ყველა სოფელში თითო საწარმოს გახსნა რეალური გეგმაა.

ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ ქედის რაიონის სოფელ ზვარეში მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა.

შეხვედრას აჭარის უმაღლეს საბჭოში "ახალი მემარჯვენეების" ქედის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა გორგილაძეც ესწრებოდა.

"ჩვენ სწორედ იმ ადგილას ვიმყოფებით, სადაც ადრე წვენების დამამზადებელი საწარმო არსებობდა და სოფლის მოსახლეობა იყო დასაქმებული. ქედის რაიონის, მთლიანად აჭარის, როგორც ციტრუსის, ხილის, ჩაის, თამბაქოს მწარმოებლის უდიდესი პოტენციალი ხელისუფლების მიერ სრულიად იგნორირებულია და არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ აქ ეს ყველაფერი ისევ დასაქმების და ოჯახების შემოსავლის წყაროდ იქცეს"- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, "ახალი მემარჯვენეების" პროგრამა საქართველოში ყველა ოჯახის მინიმუმ 1000 ლარიანი შემოსავლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა კი, ყველა სოფელში მინიმუმ ერთი საწარმოს ამოქმედებაა.


ბეჭდვა