პარტია "ახალი მემარჯვენეების" ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ლატარიამ ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე ხობის რაიონის სოფლების პრობლემებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ხობის სოფლები ხელისუფლებას უკვე წლებია, მიტოვებული ჰყავს, რადგან რაიონის არც ერთ სოფელში არ არის გზა, წყალი, გაზი და არ გააქვთ საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
ლატარიას თქმით, სოფლების მოსახლეობას ცხოვრება გაუსაძლის მდგომარეობაში უწევს.
„სოციალურ პრობლემებზე არანაკლებ, მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს. დღეს ხობელებს რაიონულ ცენტრამდე დანგრეულ გზებეზე უწევთ სიარული. რაიონში არის სოფლები, სადაც ავტობუსები უგზოობის გამო არ დადიან. გვესმის, რომ საქართველოში ერთ დღეში ვერ მოხდება ყველა სასოფლო გზის შეკეთება, მაგრამ რატომ მოხდა ისე, რომ ხობის რაიონისთვის არც ერთი ლარი არ გამოიმეტეს, თუნდაც ერთი სოფლის გზის შესაკეთებლად" - განაცხადა ლატარიამ.
