„გვწამს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და
ევროკავშირთან ჩვენი პარტნიორობა უნდა გადავიდეს ხარისხობრივად ახალ დონეზე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ინსტიტუტების ახალ შემადგენლობას წარმატებები უსურვა და საქართველოს პარლამენტის სახელით, მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.
