კახა ძაგანია მმართველი პარტიისა და „ქართული ოცნების” ლიდერებს დებატებში იწვევს
კახა ძაგანია მმართველი პარტიისა და „ქართული ოცნების” ლიდერებს დებატებში იწვევს
14:14 17.08.2012
„ლეიბორისტული პარტიის” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ძაგანია „ნაციონალური მოძრაობისა” და კოალიცია „ქართული ოცნების” ყველა ლიდერს  სატელევიზიო დებატებში იწვევს.

ამის შესახებ ისნის მაჟორიტარმა კანდიდატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ძაგანიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა” და „ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატები ერთმანეთს „კრიმინალური წარსულით და ანტიეროვნულობით ისევე გვანან, როგორც მათი ლიდერები“.

მისივე თქმით, ეს ძალები, ამერიკელი „ბოსების“ მითითებით, საარჩევნოდ იმისთვის გაიყვნენ, რომ პარლამენტში კვლავ შეერთდნენ და ერთად გააგრძელონ ქვეყნის ძარცვა-ნგრევა.

ბეჭდვა