თამარ ხულორდავა: საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ეჭვქვეშ დაყენება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის
 თამარ ხულორდავა: საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ეჭვქვეშ დაყენება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის
15:22 10.07.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ხულორდავა პუტინის განცხადებას ეხმაურება.

თამარ ხულორდავა ამბობს, რომ არ უნდა ავყვეთ რუსეთს თამაშში, რადგან პუტინის პოზიცია სიახლე არ არის.

„პუტინის პოზიცია ვინმესთვის სიახლეა? არ ავყვეთ რუსეთს ამ სახიფათო თამაშში. საქართველოს საზღვრები აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ეჭვქვეშ დაყენება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ეს საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს მთელს კონტინენტზე. ჩვენ ვიცით რა არის სიმართლე. ეს ჩვენმა პარტნიორებმაც იციან.“, - წერს თამარ ხულორდავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ბეჭდვა