ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიისთვის ცალკე ფონდს გახსნის
ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიისთვის ცალკე ფონდს გახსნის
13:19 17.08.2012
ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიისთვის ცალკე ფონდს გახსნის. როგორც დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია  ფანჯიკიძემ განაცხადა, ბლოკმა რეგისტრაცია გუშინ გაიარა, ხოლო დღეიდან საარჩევნო კამპანიისთვის ცალკე ფონდს გახსნის, საიდანაც კამპანიისთვის თანხები გაიხარჯება, სხვადასხვა ატრიბუტებსა და ბეჭდვით პროდუქციაზე დატანილი იქნება წარწერა „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“.

პრესსპიკერმა დააზუსტა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ნომრით „7“ წარსდგება და გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ნომერი შეიცვალოს, სიმართლეს არ შეესაბამება.

კოალიციაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ნომერი „ქართულმა ოცნებამ“ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტისგან - „კონსერვატიული პარტიისგან“ აიღო.

ბეჭდვა