„ქართული ოცნების“ ახალგაზრდები დღეიდან სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში მუშაობას განაახლებენ
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდები დღეიდან სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში მუშაობას განაახლებენ
12:41 17.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეიდან, კახეთის რეგიონში მონიტორინგს განაახლებენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ახალგაზრდები დააკვირდებიან კომპენსაციის დარიგების პროცესს და აღწერენ მოსახლეობის იმ ნაწილსაც, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო დახმარებას ვერ იღებს.

მისივე თქმით, ასევე, ახალგაზრდები განუმარტავენ მოსახლეობას, რომ რეალურად, სახელმწიფო ბიუჯეტს აქვს საშუალება დაზარალებულებს მინიმუმ 4 700 ლარი დაურიგოს, რადგან ბიუჯეტში კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 80 მილიონი ლარი გადარიცხა.

„მოვითხოვთ ხელისუფლებამ გაასაჯაროოს ის ციფრები, რაც გამოიყო მოსახლეობის დასახმარებლად, ასევე, რა რამდენმა ოჯახმა მიიღო დახმარება. ის კომპენსაცია, რომელსაც ხელისუფლება არიგებს, ზარალის ადეკვატური არ არის“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

„ქართული ოცნება“ მოუწოდებს ხელისუფლებას სწორად დათვალოს ის ზარალი, რაც მოსახლეობას მიადგა, გაითვალისწინოს „ქართული ოცნების“ მონაცემები და მათ შესაბამისი კომპენსაცია მისცეს.

ბეჭდვა