"ახალი მემარჯვენეების" ქალთა ორგანიზაციას მანანა ნაჭყებია უხელმძღვანელებს.
ნაჭყებია თავმჯდომარედ დღეს, "ახალი მემარჯვენეების" ქალთა ორგანიზაციის მე-5 კონფერენციაზე აირჩიეს. თანათავმჯდომარეები კი, მაია გეგია და ირინა ფრუიძე იქნებიან.
"ახალი მემარჯვენეების" ინფორმაციით, ქალთა ორგანიზაციის მთავარი მიზანი 2012 წლის არჩევნებში მემარჯვენე ქალების მობილიზება და პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდაა.
როგორც დღეს გამართულ კონფერენციაზე აღინიშნა, არჩევნებში ქალები არა 20% –ით, არამედ 30% პროცენტით უნდა იყვნენ წარმოდგენილნი.
