გია ვოლსკი: პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების შეურაცხყოფა არის ვერბალური ვანდალიზმის აქტი და ცდება როგორც ქართულ და კავკასიურ, ასევე ზოგად ცივილიზაციურ ჩარჩოებს
გია ვოლსკი: პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების შეურაცხყოფა არის ვერბალური ვანდალიზმის აქტი და ცდება როგორც ქართულ და კავკასიურ, ასევე ზოგად ცივილიზაციურ ჩარჩოებს
12:37 08.07.2019

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურ პარტიებთან

ურთიერთობის მდივნი, გია ვოლსკი "რუსთავი 2" - ის ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.


მისი თქმით პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების შეურაცხყოფა ცივილიზაციურ ჩარჩოებს სცდება.

"მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართითაც. მაგრამ პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების შეურაცხყოფა არის ვერბალური ვანდალიზმის აქტი და ცდება როგორც ქართულ და კავკასიურ, ასევე ზოგად ცივილიზაციურ ჩარჩოებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.


 

 

ბეჭდვა