კოალიცია „ქართული ოცნების" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი სოფელ მუღალოსა და ქეშალში ამომრჩეველს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, მოსახლეობასთან შეხვედრა ბაზარში შედგა, სადაც შეხვედრის მიმდინარეობისას სოფელ მუღალოსა და ქეშალის გამგებლის დისშვილები მივიდნენ და ჩაშლა სცადეს.
მათივე ცნობით, ხიდაშელს და მისი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს დილიდან დაჰყვებოდა „თვითმარქვია" სააგენტო „ინფო 9"-ს ჟურნალისტი და ოპერატორი. გამგებლის დისშვილებმა კი, შეხვედრების ჩაშლა სცადეს და ჩხუბი დაიწყეს.
კოალიციის ინფორმაციით, "თვითმარქვია" სააგენტო "ინფო 9"-ს წარმომადგენლები მათ რეალური სააგენტოს წარმომადგენლები ეგონათ და პირველი შეტევა მათზე მიიტანეს.
„ქართული ოცნების“ ცნობით, გამგებლ კადიევის დისშვილებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს 2 პირს, რომლებიც სააგენტოს სახელით მოქმედებდნენ, რასაც ინციდენტი მოჰყვა.
ხიდაშელი აცხადებს, რომ მსგავის ქმედებები თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ წინასაარჩევნოდ ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს.
