პრეზიდენტმა წეროვანში ფარმაცევტული საწარმო დაათვალიერა
პრეზიდენტმა წეროვანში ფარმაცევტული საწარმო დაათვალიერა
17:00 01.03.2012

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა წეროვანში ახალი ფარმაცევტული საწარმო "აბიფარმი"დაათვალიერა.



იგი საწარმოს სამუშაო პროცესს გაეცნო, ადგილობრივ პერსონალს გაესაუბრა და წარმოებული პროდუქციის ხარისხით დაინტერესდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, "აბიფარმში" 3 მლნ დოლარზე მეტი კერძო ინვესტიცია განხორციელდა და იქ 30 მოქალაქეა დასაქმებული. მათ შორის არიან წეროვანის დასახლებაში მცხოვრები დევნილები.

ბეჭდვა