პენსიონერები დღეს ჯონდი ბაღათურიას თითო-თითო ლარს გადაურიცხავენ
პენსიონერები დღეს ჯონდი ბაღათურიას თითო-თითო ლარს გადაურიცხავენ
09:34 17.08.2012
„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია დღეს საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად პენსიონერებისგან თითო-თითო ლარის ოდენობით სიმბოლურ შემოწირულობას მიიღებს.

შემოწირულობა განხორციელდება „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასის“ სარჩევნო ფონდის ანგარიშზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში პეკინის ქუჩაზე.

როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, სიმბოლური შემოწირულობის განხორციელება პენსიონერთა ინიციატივა იყო, რასაც მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის ძალიან დიდი მორალური მნიშვნელობა აქვს.

ბაღათურია მოუწოდებს ბიზნესმენებს, პენსიონერების მაგალითს მიბაძონ.

ბეჭდვა