კარასინი: გაუგებარია, რატომ სთხოვა ასამბლეის სხდომაზე ბერძენმა წარმომადგენელმა სავარძელზე დაჯდომა გავრილოვს
კარასინი: გაუგებარია, რატომ სთხოვა ასამბლეის სხდომაზე ბერძენმა წარმომადგენელმა სავარძელზე დაჯდომა გავრილოვს
17:26 04.07.2019
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლის შემდეგ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

"ასამბლეის ასეთი სხდომები, როგორც წესი, მიჰყავს პრეზიდენტს და არა გენერალურ მდივანს. გაუგევარია, რატომ სთხოვა ბერძენმა დაჯდომა გავრილოვს.

მე ვესაუბრე გავრილოვს, თუმცა დეტალები არ განგვიხილავს. მან მიამბო, რაც მოხდა.

ეს ამბავი პრესაში წავიკითხე და დეტალები აუცილებლად გასარკვევია", - განაცხადა კარასინმა.

ბეჭდვა