არჩილ თალაკვაძე გერმანიის ელჩს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე გერმანიის ელჩს შეხვდა
16:06 03.07.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ კნირშს შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

არჩილ თალაკვაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა გერმანიის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.


ბეჭდვა