ცესკო-ს თავმჯდომარემ ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ დაარეგისტრირა
ცესკო-ს თავმჯდომარემ ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ დაარეგისტრირა
19:07 16.08.2012
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება’’ დაარეგისტრირა.

საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული არიან - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”; „საქართველოს კონსერვატიული პარტია”; „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს’’; „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”; „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები” და „ეროვნული ფორუმი”.

როგორც ცესკო განმარტავს, ზოგიერთ დაინტერესებულ მხარეს გარკვეული მოლოდინი ჰქონდა რეგისტრაციის პროცესში ბლოკისთვის რიგითი ნომრის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ეს საკითხი რეგულირდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით და სცილდება ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას.

ბლოკის წესდებაში აღნიშნულია, რომ ბლოკი საარჩევნო კოდექსით მინიჭებულ უფლებას იყენებს და არჩევნებზე „კონსერვატიული პარტიის“ საარჩევნო ნომრით - 7 წარსდგება.

ბეჭდვა