ხელისუფლებას მოსახლეობის დასაქმების და უმუშევრობის გადაჭრის სტრატეგიული გეგმა არ აქვს, - აღნიშნული განცხადება
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭოს წევრმა ზაზა სოფრომაძემ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ლუსტრაცია იმისა იყო, რომ ხელისუფლება ქვეყანაში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად მზად არ არის.
ზაზა სოფრომაძის თქმით, სიცრუეა ის, რომ საქართველოს მოქალაქეები სათანადო კვალიფიკაციის უქონლობის გამო, საკუთარ ქვეყანაში უცხოელებს კონკურენციას ვერ უწევენ.
მან ტყუილი უწოდა პრეზიდენტის განცახდებასაც, სადაც სააკაშვილმა ქვეყნის არნახულ წინსვლაზე ისაუბრა.
" ნოვატორული არაფერია ფროფესიული გადამზადების პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ 15 წლის წინ არსებობდა. პრეზიდენტის განცხადება, რომ ხალხს ხვალინდელი დღის იმედი უნდა ჰქონდეს, ვერაფერი ნუგეშია სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისთვის",- აღნიშნა სოფრომაძმ.
მისი შეფასებით, სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლა დასტური იყო იმისა, რომ იგი ქვეყანაში დემოკრატიულ არჩევნებს არასოდეს ჩაატარებს და ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებს.
