,,ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ინიციატივა ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას გამართავს
,,ქართული ოცნება"   საკონსტიტუციო ინიციატივა ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას გამართავს
10:18 01.07.2019
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო ინიციატივა ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას გამართავს.

პრეზენტაცია სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში“ დღეს 14:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მმართველი გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება დაანონსა.

არჩევნებზე ნულოვანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს.


ბეჭდვა