ჯაბა სამუშია თემქის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო
ჯაბა სამუშია თემქის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო
17:01 16.08.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი ნაძალადევის რაიონში ჯაბა სამუშია თემქის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

სამუშიას განცხადებით, თემქის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს, რადგან თემქის მეოთხე კვარტალს წყალი გრაფიკით მიეწოდება, რაც ზაფხულის ცხელ დღეებში ცხოვრებას შეუძლებელს ხდის.

როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, შეხვედრისას საუბარი დასუფთავების გადასახადის დაანგარიშების მეთოდის შეცვლასაც შეეხო.

„ქრისტიან-დემოკრატები“ ამ არჩევნებზე სამართლიანი ტარიფების მისაღწევად გამოვდივართ და ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ. ხალხს მივცემთ სამართლიან ტარიფებს, რომელიც კი არ დაახრჩობს, არამედ შექმნის კომფორტურ გარემოს. შესაბამისად, წყალიც იქნება ამ კორპუსში და მოსახლეობაც არანორმალური გადასახადის ნაცვლად ადეკვატურ თანხას გადაიხდის“- განაცხადა სამუშიამ.

ბეჭდვა