საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე "დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველო"-შიც საუბრობენ.
როგორც დღეს "დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭო წევრმა შალვა ოგბაიძემ ბრიფინგზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია, რაც რეალურად დემოკრატიულ პარლმანეტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი გახდებოდა.
მისი თქმით, საუბარია 53-ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლის მიხეილ ალექსიძის შესახებ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც მან დირექტორებს მოუწოდა, რომ ალექსიძე არცერთ სკოლაში არ მიიღონ.
ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლისას რამდენიმე მნიშველოვან თემაზე არ უსაუბრია, მათ შორისაა ეკომნომიკა, საბანკო სექტორი, გარემოს დაცვა და სხვა. ასევე, არაფერი უთქვამს ნატოში და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე
"მეტიც, მან საჯარაოდ აღიარა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მრავალწლიანი პერსპექტივაა", - განცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭო წევრმა.
იგი ხაზს უსვამს ასევე, სააკაშვილის გამოსვლის იმ ნაწილს, სადაც მან აღნიშნა, რომ ომი და ეკონომიკური კრიზისი წარსულს ჩაბარდა. "გუშინ ეს ომი სააკაშვილისთვის კვლავ გრძელდებოდა, დღეიდან კი, მან ომი უკვე ჩამოწერა", - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
