გია აბაშიძე: „კლანმა“ მას შინაპატიმრობა დაუწესა ოღონდ ელექტრონული სამაჯურის გარეშე
გია აბაშიძე: „კლანმა“ მას შინაპატიმრობა დაუწესა ოღონდ ელექტრონული სამაჯურის გარეშე
20:41 27.06.2019
„ჩავხედე რა ნიკა მელიაზე დაწესებულ შეზღუდვებს მივხვდი, რომ „კლანმა“ მას შინაპატიმრობა დაუწესა ოღონდ ელექტრონული ბრასლეტის გარეშე“-ამის შესახებ პოლიტოლოგი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მეორე ნიკას, გვარამიას მიერ დაანონსებული დრამა ვერ შედგა, ოჯახთან გამოსამშვიდობელი ვიდეოკადრებიც ფუჭი აღმოჩნდა. გარკვეული დროით პირიქითაა - მელიას საცხოვრისი მის საკნად იქცევა და მოუწევს აწი წიგნების კითხვა თუ ეკრანების ყურება, რადგან Facebook-ზეც ვერ იაქტიურებს“-წერს აბაშიძე.

ბეჭდვა