პარლამენტის წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, დიდი ალბათობით ხვალ გიორგი გახარია პარლამენტში აღარ
მივა.
"მაღალი ალბათობით, ხვალ გიორგი გახარია არ მოვა პარლამენტში. სწორედ იქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ მაქსიმალური ინფორმაცია გამოძიების შესახებ როდესაც ექნება ბატონ გახარიას, სწორედ მაშინ მოვა, რომ ყველა საინტერესო კითხვაზე შეეძლოს მას პასუხის გაცემა " - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში მისვლის სურვილი თავად გამოთქვა.
