არასამთავრობო ორგანიზაცია „საამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, პროექტ „კარდაკარში“ მონაწილე რეგისტრატორთა ტრენინგები გამოკითხულთა 70,69%-ის მიერ დადებითად შეფასდა.
ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის შედეგებშია ასახულია.
შედეგების თანახმად, რეგისტრატორთა ტრენინგები დამაკმაყოფილებლად 27,49%-მა შეაფასა, ხოლო 1,81%-მა ცუდად.
რეგისტრატორების მიერ ეთნიკური უმცირესობისთვის ინფორმაციის გასაგებ ენაზე მიწოდება დადებითად 43%-მა, ნაწილობრივ დადებითად - 12%-მა, ხოლო 4%-მა უარყოფითად შეაფასა.
რეგისტრატორთა მომზადების შეფასებისას, გამოკითხულთა 92,44%-მა დადებითად უპასუხა, ხოლო 7,55%-მა უარყოფითად.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მონიტორინგს ტრენინგებზე დასწრების გზით ახორციელებდნენ. 653 ტრენინგიდან დაკვირვება 331 ტრენინგზე განხორციელდა. 11 100 რეგისტრატორიდან უშუალოდ 868 რეგისტრატორი გამოიკითხა.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის შედეგები დღეს სასტუმრო „ბეტსში“ გაიმართა.
კომისიის განხორციელებული საქმიანობა სამი მიმართულებით შეფასდა. კერძოდ, რეგისტრატორთა ტრენინგების მონიტორინგი, რეგისტრატორების შერჩევის მონიტორინგი, „კარდაკარის“ პროცესის მონიტორინგი.
აღნიშნული მონიტორინგი ევროსაბჭოსა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინასებით ჩატარდა.
