კოალიცია „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიის საარჩევნო სიებში უამრავი უზუსტობაა.
როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, კოალიცია „ქართული ოცნების“ პროგრამა „კარდაკარის“ განხორციელების შემდგეგ გაირკვა, რომ საარჩევნო სიებში ისანში, ნავთლუღში, მეტრომშენში, ავლაბარსა და ელიაზე არარსებული ქუჩები და შესახვევებია მოხსენიებული. არსებული ქუჩებისა და ნომრების ნაწილი კი, სიიდან საერთოდ ამოღებულია.
„არ ვიცი ეს დაუდევრობის ბრალია თუ შეგნებულად გაკეთებული, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოსწორდეს“ - განაცხადა ქანთარიამ.
