„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის რაიონის მოუგვარებელ პრობლემებზე საუბრობს
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის რაიონის მოუგვარებელ პრობლემებზე საუბრობს
15:20 16.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამ რაიონის მაცხოვრებლებს, ისევე როგორც მთელს ქვეყანას, უამრავი პრობლემის სახით „საჩუქარი დაუტოვა“.

როგორც ქანთარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობასთან შეხვედრებისას ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობა იკვეთება. ამასთანავე, სერიოზული პრობლემაა მაღალი კომუნალური გადასახადები, დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები, მოხსნილი სოციალური დახმარებები, მიწისძვრით დაზარალებულთა საკითხი და ა.შ.

„ამ რაიონის უამრავი პრობლემიდან ხელისუფლებამ 8 წლის განმავლობაში არც ერთი არ გადაჭრა. სოციალური დახმარება ხელისუფლებამ მხოლოდ მის მომხრეებს დაუტოვა, ხოლო ოპოზიციურად განწყობილებს მოუხსნა“ - განაცხადა ქანთარიამ.

მისი თქმით, ისნის რაიონის მოსახლეობა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართ კეთილგანწყობილია და მათ „ადამიანურად ცხოვრების იმედი“ აქვთ.



ბეჭდვა