„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს პარტიის თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
მისი განცხადებიოთ, გლდანის რაიონში „ლეიბორისტებიდან“ კენჭს პარტიის გენერალური მდივანი, ამჟამინდელი დეპუტატი იოსებ შატბერაშვილი იყრის, ნაძალადევის რაიონში - პოლიტიკური მდივანი, მოქმედი დეპუტატი გიორგი გუგავა, ჩუღურეთში - პარტიის კოორდინატორი იოსებ სამხარაძე.
ამასთან, „ლეიბორისტებიდან“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ექს პარლამენტარი გიორგი ბიჭაშვილი, ისნის რაიონში - პარტიის იდეოლოგიური მდივანი, მოქმედი პარლამენტის წევრი კახაბერ ძაგანია, კრწანისში - პარტიის საორგანიზაციო მდივანი, საკრებულოს ექს-დეპუტატი კონსტანტინე გუგუშვილი.
მთაწმინდის რაიონში კი, მაჟორიტარობის კანიდატად „ლეიბორისტული პარტიის“ კოორდინატორი პაატა ჩოხელი დასახელდა, ვაკის რაიონში - პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი ლეილა გაფრინდაშვილი, საბურთალოზე კი, მწერალი გურამ პეტრიაშვილი იყრის კენჭს.
რაც შეეხება დიდუბის რაიონს, მაჟორატარად წარდგენილია, პარტიის აღამასრულებელი მდივანი, თბილისის საკრებულოს ექს-დეპუტატი პაატა ჯიბლაძე.
