კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ოთხი პოლიტიკური პარტიის ანგარიშს ინკასო დაედო.
პარტიების „თავისუფალი დემოკრატების“, „რესპუბლიკური პარტიის“,
„კონსერვატიული პარტიისა“ და „ეროვნული ფორუმის“ ანგარიშები სახელმწიფოს მიერ კონტროლდება.
კოალიციის წევრის ნოდარ ხადურის განმარტებით, ინკასო აღსრულების მექანიზმია, რომლის საშუალებით თანხა, რომელიც პარტიების ანგარიშებზე ჩაირიცხება, ავტომატუად მოიხსნება და სახელმწიფო ბიუჯეტში წარიმართება.
ხადურის თქმით, პარტიებს, რომელთა ანგარიშზეც ინკასოა დადებული, არ ეძლევათ საშუალება თანხები წინაასაარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენონ.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კოალიციაში შემავალი პარტიები დააჯარიმა და ამის გამო, ოთხი პარტიის ანგარიშს ინკასო ადევს. ეს ძალიან საინტერესო მექანიზმია და გულისხმობს ყველა თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, რომელიც პარტიას ჩაერიცხება“ - განაცხადა ხადურმა და დასძინა, რომ ამ ეტპაზე, ბიუჯეტში უკვე 100 ათას ლარზე მეტია წარმართული და შემომწირველები, რომლებიც მზად არიან აღნიშნულ პარტიებს დაეხმარონ, შემოწირულობის განხორციელებისგან თავს იკავებენ.
ხადურის განცხადებით, მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის შეწყვეტას არ აპირებენ.
„ვფიქრობთ, რომ ფული არ არის მთავარი აქტივი. მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს, სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის გაგრძელების საშუალებას გვაძლევს“ - განაცხადა ხადურმა.
„ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, რომ კოალიციის წევრმა სხვა პარტიებმაც იგივე ბედი გაიზიარონ.
