საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, არჩილ თალაკვაძე თავისი დიდი შესაძლებლობებით, საქმისადმი უაღრესად სერიოზული დამოკიდებულებით იქნება გარანტი პარლამენტის წარმატებული საქმიანობისა.
ზაზა გაბუნია: „წინ უმნიშვნელოვანესი სამუშაოა. ქვეყნის მთავარმა კონსტიტუციურმა ორგანომ, საქართველოს პარლამენტმა უნდა შეძლოს უმაღლეს დონეზე წარმართოს საკუთარი სამუშაო და ამაში პარალამენტის თავმჯდომარის როლი უდიდესია”.
