„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის დასახელებული კანდიდატების შეცვლას არ აპირებს
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის დასახელებული კანდიდატების შეცვლას არ აპირებს
13:37 16.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის უკვე დასახელებული კანდიდატების შეცვლას არ გეგმავს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, არასწორად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, კოალიციამ მაჟორიტარობის კანდიდატები შეცვალოს.

მისი თქმით, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ შესაძლოა, კოალიციაში გადაადგილებები მომხდარიყო და კონკრეტული პიროვნებები სხვა, უფრო მნიშვნელოვან საქმეზე მიმართულიყვნენ.

„ეს მხოლოდ ის შემთხვევა შეიძლება იყოს, რომ კონკრეტული ადამიანები გადანაწილდნენ ცენტრალურ შტაბში და აქ მოუწიოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება. ეს არის არასწორად გავრცელებული ინფორმაცია, რადგან „ქართული ოცნება“ არ აპირებს მაჟორიტარების შეცვლას არც აჭარაში და არც სხვაგან“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.



ბეჭდვა