სოფიო ქაცარავა: ჩვენი პოზიცია არის პრინციპული და მყარი: ვეწინააღმდეგებით არსებული სანქციების წესების შეცვლას და არ ვეთანხმებით რუსეთის დაბრუნებას ევროსაბჭოში
სოფიო ქაცარავა: ჩვენი პოზიცია არის პრინციპული და მყარი: ვეწინააღმდეგებით არსებული სანქციების წესების შეცვლას და არ ვეთანხმებით რუსეთის დაბრუნებას ევროსაბჭოში
13:40 24.06.2019
სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია იწყება, რომელზეც შესაძლოა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს ამ სტრუქტურის საქმიანობაში სრულყოფილად მონაწილეობის საშუალებსა მისცემს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, ინტერესი ამ სესიის მიმართ განსაკუთრებით მაღალია, რადგან განიხილება საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის დაბრუნების საკითხი.

„ჩვენი პოზიცია, რასაც ყველა ფორმატში ვახმოვანებთ და დავაყენებთ დღის განმავლობაში არის პრინციპული და მყარი: არსებული სანქციების სისტემის წესების შეცვლას ვეწინააღმდეგებით და რუსეთის დაბრუნებას არ ვეთანხმებით. რუსეთს აქამდე არ შეუსრულებია არც ერთი რეზოლუცია თუ ვალდებულება, მათი დაბრუნების შემთხვევაში ვერ ვხედავ სივრცეს, რომ რუსეთი შეიცვლის დამოკიდებულებას, დაიცავს ევროსაბჭოს მთავარ პრინციპებს და პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს” - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობას იღებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან: სოფიო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი.


ბეჭდვა