პრეზიდენტი ზესტაფონში მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევას გეგმავს
პრეზიდენტი ზესტაფონში მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევას გეგმავს
12:04 16.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზესტაფონის განვითარებისა და ეკოლოგიის კუთხით არსებული მდგომარეობის განსახილველად, უახლოეს მომავალში, მთავრობის საგანგებო გასვლითი სხდომის მოწვევას გეგმავს.

ამის შესახებ მან იმერეთში, სოფელ საზანოს მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ზესტაფონში დაბინძურების ხარისხი წარმოუდგენლად მაღალია.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ქალაქში დაავადებების რაოდენობა მკვეთრადაა გაზრდილი, რაც ქარხნის ინტენსიური მუშაობითაა გამოწვეული.

„ქარხნის მუშაობა კარგია, რადგან ის ხალხს ასაქმებს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი პირობები უნდა შექმნან. ასევე კარგია, რომ ბიუჯეტში ფული შედის, მაგრამ ეს ყველაფერი არაფრად გვინდა, თუ ამის შედეგად ხალხი დაავადდა“-განაცხადა პრეზიდენტმა და განმარტა, რომ აღნიშნული საკითხის დასმას მთავრობის საგანგებო სხდომაზე გეგმავს.

ბეჭდვა