პუტინმა 8 ივლისიდან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა დროებით აკრძალა
პუტინმა 8 ივლისიდან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა დროებით აკრძალა
11:50 22.06.2019

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც

რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ.

ასევე, ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.

არსებული ინფორმაციით, ტურისტულ სააგენტოებს, საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა.

 

ბეჭდვა