პრეზიდენტი: ვბრუნდები თბილისში და დაზარალებული ადამიანების მდგომარეობას ადგილზე გავეცნობი
პრეზიდენტი: ვბრუნდები თბილისში და დაზარალებული ადამიანების მდგომარეობას ადგილზე გავეცნობი
13:32 21.06.2019
„ამ დილით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეწყვეტილიყო ვიზიტი ბელორუსში და ევროპულ თამაშებზე დასწრება“, - ამის შესახებ ბელორუსში მყოფმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დედაქალაქში დაბრუნებამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლიდერებს შორის შეხვედრა მაინც შემდგარიყო - მოკლე საუბრის ფორმატში.

„ახლა ვბრუნდები თბილისში და ადგილზე გავეცნობი დაზარალებული ადამიანების მდგომარეობას, რაც, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მინსკში, თბილისში გამოფრენამდე.

ბეჭდვა