ზვიად ძიძიგური რუსთავის მერიას საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს
ზვიად ძიძიგური რუსთავის მერიას საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს
10:40 16.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური რუსთავის მერიის განცხადებას უარყოფს.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსთავში, აქციის მიზნით შარტავას მოედნის გადაკეტვა ქალაქში მოძრაობის ბლოკირებას არ ახდენს და რუსთავის მერიამ მსგავსი განცხადების სახით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

დღესვე, ძიძიგურმა პრესკონფერენციაზე რუსთავის რუკა წარადგინა და აღნიშნა, რომ შარტავას მოედნის გარშემო ოთხი ქუჩაა და მოედნის გადაკეტვა ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობას პრობლემებს არ შეუქმნის. მან ასევე განმარტა, რომ 19 აგვისტოს, რუსთავში აქციის ჩატარების დღისთვის, სპეციალურად სტუმრებისთვის ავტომანქანების სადგომი გამოიყო, რომელიც ქალაქის მერვე მიკრორაიონში განთავსება.

მისივე ცნობით, შარტავას მოედანზე სცენის დამონტაჟება დილის 09:00 საათიდან დაიწყება, ხოლო 16:00 საათიდან სატრანსპორტო საშუალებების მიმართულებების დარეგულირება მოხდება.

მისივე ცნობით, კოალიციას ეყოლება 500 კაცისგან შემდგარი საორგანიზაციო ჯგუფი, რომლებიც წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.

ბეჭდვა