"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი
პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას აქვს საზღვრები. ძალადობა დანაშაულია და ეს ყველა ჯგუფს ეხება. ყველამ თავი უნდა შეიკავოს კანონის დარღვევისგან. მშვიდობიან პროტესტს უფრო დიდი ძალა აქვს და ნუ მოახდენთ მის დისკრედიტაციას!"-წერს ნატროშვილი.
