სალომე ზურაბიშვილი: რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება არსებობდეს ჩვენსა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს
სალომე ზურაბიშვილი: რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება არსებობდეს ჩვენსა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს
15:54 20.06.2019
დღეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის მიერ თავმჯდომარის სკამის დაკავებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

"მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ???? რას ნიშნავს ? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქყვენის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს - გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას , საკუთარ დედმამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას !!!!

აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისვის ჩვეულებრივი ხერხი, ესეიგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია !

და თუ ეს ასეა ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?" - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ბეჭდვა