ნანა კოსტავა საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩა
ნანა კოსტავა საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩა
11:52 20.06.2019
ნანა კოსტავამ ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორები" დატოვა და ქუთაისის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩა.

მერიის ადმინისტრაციული ორგანოს წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია სახელწოდებით „ნანა წადი“ გამართეს.

„ნანა კოსტავა არ არის ქუთაისის არჩევანი. ადამიანი, რომელიც საუბრობს სიძულვილის ენით არ უნდა ოყოს საკრებულოში და არ უნდა წარმოადგენდეს ქუთაისის სახეს“,- განაცხადა აქციის მონაწილე, ზურაბ კოსტავამ.

შეგახსენებთ, რომ ნანა კოსტავამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სიძულვილის ენის შემცველი ტექსტი განათავსა, რასაც საზოგადოების გაღიზიანება მოყვა.

ბეჭდვა