დავით სერგეენკო: საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს
დავით სერგეენკო: საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს
12:31 17.06.2019
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო სავარაუდოდ თანამდებობას დატოვებს.

ამის შესახებ დავით სერგეენკომ „კურიერთან“ ისაუბრა.

მოქმედი მინისტრის თქმით, როდის დატოვებს თანამდებობას ამის გადაწყვეტილებას პრემიერ - მინისტრი მიიღებს.

„ნებისმიერი ცვლილება მთავრობის შემადგენლობაში არის პრემიერ - მინისტრის პრეროგატივა. მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება, მან უნდა განაცხადოს ეს და ნუ წავართმევთ ამ პრეროგატივას“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

გავრცელებული ინფორმაციით, სერგეენკოს ადგილს საჩხერის კლინიკის დირექტორი, ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს.


ბეჭდვა