გიორგი ვოლსკი: იყო პრეზიდენტი, იყო პროკურატურა და იყო მითითებები და გადაწყვეტილებები
გიორგი ვოლსკი: იყო პრეზიდენტი, იყო პროკურატურა და იყო მითითებები და გადაწყვეტილებები
16:50 14.06.2019
„იყო პრეზიდენტი, იყო პროკურატურა და იყო მითითებები და გადაწყვეტილებები“- აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის, მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ვიდრე იუსტიციის საბჭოს არსებული შემადგენლობა არსებობს, მექანიზმების შეცვლა შედეგს ვერ გამოიღებს.

„თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს შემადგენლობა თავის გვარებით და სახელებით პრაქტიკულად არ არსებობდა. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად სასამართლო არ იყო. იყო პრეზიდენტი, იყო პროკურატურა, და იყო მითითებები და გადაწყვეტილებები. თვითონ ამ შემადგენლობამ გაასამართლა სააკაშვილი, ხელისუფლება, საკვანძო ფიგურები და რასაკვირველია, ახლა დავა და დაპირისპირება ამ ფონზე მიმდინარეობს. ეს არის მოცემულობა, რეალობა. რასაკვირველია, გარკვეულ უხერხულობებს ქმნის თემები, როდესაც წარსულში გადაიხედავ, მაგრამ წარსულში გადახედვა უნდა უქმნიდეს მთავარ დისკომფორტს იმ ხალხს, ვინც დღეს ყველაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.



ბეჭდვა