„ქრისტიან-დემოკრატები“ პარტიებს რელიგიური თემებით სპეკულირებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ
„ქრისტიან-დემოკრატები“ პარტიებს რელიგიური თემებით სპეკულირებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ
15:16 15.08.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანის რაიონში ინგა გრიგოლია პოლიტიკურ პარტიებს რელიგიური თემებით სპეკულირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

როგორც გრიგოლიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტიებმა სპეკულირებას და ეკლესიაში განხეთქილების შეტანას თავი უნდა დაანებონ.

მისივე თქმით, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ გამარჯვების შემთხვევაში საპატრიარქოს ფონდის ოთხჯერ გაზრდას გეგმავს.

გრიგოლიამ ფონდის ხელმძღვანელს ლაშა ჟვანიას უახლოეს წარსულში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გადახედვა ურჩია, რადგან, მისი თქმით, ჟვანია მსგავსი ტიპის განცხადებს პარტიების მხრიდან საპატრიარქოს ფონდის საქმიანობაში ჩარევად მიიჩნევს.

„ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საპატრიარქოს საქმეებში პარტიების ჩარევა საჭირო არ არის. ოღონდ კარგი იქნებოდა განცხადების ავტორს გადაეხედა ბოლო დროს საპატრიარქოსა თუ სხვადასხვა ტაძარში პოლიტიკოსების ვოიაჟისთვის. კარგად გადაეხედა „ნაციონალური მოძრაობისა“ თუ სხვა პარტიების აქციებზე როგორ გამოდიან მეუფეები ან როგორ მიდის სააკაშვილი პატრიარქთან სასულიერო პირებით ალყაშემორტყმული“-განაცხადა გრიგოლიამ და დასძინა, რომ ვერავინ დაასახელებს ერთ ფაქტსაც კი, როცა ქდმ-ს რომელიმე ღონისძიებაზე ერთი სასულიერო პირი მაინც ყოფილიყო.

მისივე თქმით, „ქრისტიან-დემოკრატები“ პატრიარქს და საპატრიარქოს პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყენებენ.

ბეჭდვა