გამყრელიძემ წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ფრიდონ უბილავა დაასახელა
გამყრელიძემ წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ფრიდონ უბილავა დაასახელა
13:27 15.08.2012
პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ დღეს, სოფელ ლიაში წალენჯიხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ უბილავა წარადგინა.

პარტიის ინფორმაციით, უბილავა წალენჯიხის მკვიდრია და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს კარგად იცნობს.

„ფრიდონმა კარგად იცის რაიონის პრობლემები, მას ერთი დღე არ უცხოვრია წალენჯიხელებზე ზრუნვის გარეშე. დარწმუნებული ვარ, ის შეძლებს საქართველოს პარლამენტში წალენჯიხელთა ინტერესების დაცვას“ - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

ამასთან, „მემარჯვენეების“ ლიდერმა წალენჯიხელებს პარტიის პროგრამა „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ გააცნო.

დავით გამყრელიძესთან ერთად, წალენჯიხაში მაჟორიტარი კანდიდატისა და პროგრამის წარდგენას პარტიის ლიდერები მანანა ნაჭყებია და ლევან კალანდაძე ესწრებოდნენ.

ბეჭდვა