„ლეიბორისტული პარტია“ მაჟორიტარ კანდიდატებს უახლოეს დღეებში დაასახელებს
„ლეიბორისტული პარტია“ მაჟორიტარ კანდიდატებს უახლოეს დღეებში დაასახელებს
11:47 15.08.2012
„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, „ლეიბორისტების“ საარჩევნო შტაბი ინტენსიურად მუშაობს 2012 წლის 1 ოქტობერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

„ასევე, მიმდინარეობს მუშაობა თბილისში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურებზე, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის ამ დღეებში გახდება ცნობილი“ - ნათქვამია პარტიის პრესცენტრის განცხადებაში.

ბეჭდვა