მამუკა ბახტაძე დღეს მაიკლ პომპეოს და ჯონ ბოლტონს შეხვდება
მამუკა ბახტაძე დღეს მაიკლ პომპეოს და ჯონ ბოლტონს შეხვდება
17:49 11.06.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შეხვდება.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში თბილისის დროით 18:40 საათზე დაიწყება.

მოლაპარაკებების შემდეგ, მამუკა ბახტაძე და მაიკლ პომპეო მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა თეთრ სახლში. მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს.

12 ივნისს პრემიერ-მინისტრი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციას გახსნის, რომელიც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძე შეხვედრებს გამართავს სენატორებსა და კონგრესმენებთან, საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.
ბეჭდვა