ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის
დროულად ინფორმირების მიზნით, 9 ივნისს, დილის 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.
ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ასევე ონლაინ ჩატი, დილის 07:00 საათიდან იმუშავებს. შესაბამისად, როგორც ცესკოში აცხადებენ, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.
ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს კი შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურებით.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
08:30 სთ
12:30 სთ
17:30 სთ
20:30 სთ
ცესკოს ინფორმაციითვე, განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.
