მთაწმინდელების მხარდაჭერით, აუცილებლად გაიმარჯვებს ბატონი ლადო
კახაძე - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"მეორე ტურს რაც შეეხება, კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. ჩვენ მოლოდინებს რაც შეეხება, მთაწმინდელების მხარდაჭერით, აუცილებლად გაიმარჯვებს ბატონი ლადო კახაძე, სხვაობა იქნება დიდი, მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ძალიან დიდი თანადგომა. რამოდენიმე დღის წინ იყო დებატები და ბატონმა ლადო კახაძემ აჩვენა რეალური სახე ბატონი შავგულიძის" - განაცხადა კახა კალაძემ.
