მამუკა ბახტაძე: საქართველო დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის თვალსაზრისით ბევრი ქვენისთვის მისაბაძი მაგალითია
მამუკა ბახტაძე: საქართველო დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის თვალსაზრისით ბევრი ქვენისთვის მისაბაძი მაგალითია
11:17 08.06.2019
როდესაც საქართველოს წარმატებაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია რეგიონის კონტექსტიც, რადგან საქართველო წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს ბევრი ქვეყნისთვის დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს განათლების მასშტაბურ რეფორმაზე, რომლის თანახმად განათლებაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6% დაიხარჯება.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა.

“საქართველოს პარლამენტში განიხილება ახალი კანონი, რომლის თანახმად ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, ანუ, ბიუჯეტის 25% გამოყოფილი იქნება განათლებაზე და რომლის შესრულებაც სავალდებულო გახდება ყველა მომდევნო მთავრობისთვის მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება ნებისმიერი ხელისუფლების და ნებისმიერი ქვეყნის უდიდესი მისიაა”, - აღნიშნა პრემიერმა.
ბეჭდვა